20 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ვირუსის ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, დელტა შტამზე სწრაფად გადამდებია, თუმცა ნაკლებად მძიმე ავადობით გამოირჩევა - ჯანმო

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 270 მილიონს აჭარბებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, დელტა შტამზე სწრაფად გადამდებია, თუმცა ნაკლებად მძიმე ავადობით გამოირჩევა.

ვირუსი დაუდასტურდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს, რომელიც თვითიზოლაციაში გადავიდა. რუსეთში კი ინფიცირების შემთხვევებმა 10 მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.

ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გააუქმა ავსტრიის მთავრობამ.

დღის ამბები