ქობულეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა. გვიან ღამით ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაში 3 პირი შეიყვანეს.
მათ დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული. დაჭრას წინ უძღოდა დაპირისპირება, კონფლიქტში 7 პირი მონაწილეობდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რაც შეეხება დაჭრილებს, მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო ჩარევა, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.