20 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში იქნა მიცემული 5 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქებში, სალიცენზიო პირობების დარღვევით ფიზიკურ პირებზე რეცეპტის გარეშე ყიდდნენ ფსიქოტროპულ წამლებს, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას.

მათ კანონდარღვევით ჯამში დაახლოებით 850 000 ლარის ღირებულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი გაყიდეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. 

დღის ამბები