20 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
"სოკარის" დაჯარიმების გამო შესაძლოა, აზერბაიჯანმა საქართველოს გაზმომარაგება შეუწყვიტოს

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებული კომპანიები სახელმწიფოსთან ურთიერთობის გარკვევას სასამართლოს გზით შეეცდებიან.

მათ შორის სავარაუდოდ იქნება კომპანია სოკარიც, რომელსაც 14-მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა.

სამართლებრივ დავასთან ერთად კი, კურიერის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, საქართველოს გაზმომარაგების საკითხიც გადაიხედოს.

ოფიციალური სტრუქტურები და თავად სოკარის წარმომადგენლობა ამ საკითხის განხილვას კატეგორიულად უარყოფენ.

კურიერის ინფორმაციას უარყოფენ ენერგეტიკის სამინისტროშიც. დღეს სამინისტრომ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები