Influencer.ge-სა და ფარმაცევტული კომპანია IP Group-ის ორგანიზებით, ინფლუენსერებმა და ექიმებმა Covid-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებაზე ერთობლივად იმსჯელეს. ღონისძიების - "ექიმის პანდემიური ყოფის 2 წელი" - ფარგლებში, მედიცინის სხვადასხვა დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და იმ ადამიანებს, რომლებიც გაურკვევლობაში იმყოფებიან, კიდევ ერთხელ მოუწოდეს ვაქცინაციისკენ.
დისკუსიაზე პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის: პანდემიის გამომწვევი მიზეზები, შედეგების მართვის პროცესი, პანდემიასთან თანაცხოვრების მეთოდები და მომავლის შესაძლებლობები.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო კომპანია "ქოლგასა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი - "პანდემია, ისტორია და მსოფლიო", რომელიც, ვაქცინაციის წახალისების გარდა, საკითხის ისტორიულ კონტექსტში განხილვას ისახავს მიზნად.
საღამოს ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ყველა მოწვეულ ექიმს აღებული პასუხისმგებლობისთვის და გვერდით დგომისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ: სოსო კობახიძე (დერმატო-ვენეროლოგი), ნატა გაგუა ( ექიმი ნუტრიციოლოგი), ჟუჟუნა თალაკვაძე ( მეან-გინეკოლოგი), ირაკლი პაპასქუა ( ანგიოლოგი, პლასტიკოსი), დავით მაღრაძე ( ქირურგი, ყელ-ყურ-ცხვირი), გოჩა ჩუტკერაშვილი(ნეირო ქირურგი), ვახტანგ ქაცარავა ( ქირურგი,პულმონოლოგი) კახა ვაჭარაძე (პულმონოლოგი, ფთიზიატრი), ზვიად ბახუტაშვილი (ქირურგი, კარდიოლოგი), ნინო ოკრიბელაშვილი (ფსიქიატრი), თამარ მაკარიძე (ენდოკრინოლოგი), ქეთევან ჯანყარაშვილი (მამოლოგი), მამუკა მაკარიძე (ნევროლოგი), ირაკლი სიხარულიძე (მამოლოგი, ქირურგი).