სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში დეპუტატები მივიდნენ და ანგარიში მოისმინეს. ცენტრი უკვე წელზე მეტია ფუნქციონირებს. მიზანი, არსებული კადრების გადამზადება და უწყებაში დასაქმების მსურველთა კვალიფიცირებაა.
ცენტრმა განათლების კომიტეტს უმასპინძლა. შეხვედრაზე, სადაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, აკადემიის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.