საქართველოს ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ სანდრა რულოვსი პირადი Facebook-ის გვერდზე წერს.
"დედიკო გუშინ საღამოს მშვიდად და წყნარად, ქმარ-შვილის თანდასწრებით, წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩემი მზის სხივი გაქრა, ჩემი საუკეთესო მაგალითი. არც ვიცი, როგორ ვიყო, მე ხომ არც ერთი დღე არ მიცხოვრია მის გარეშე ამ დედამიწაზე," - წერს ყოფილი პირველი ლედი.