კორონავირუსის შემდგომი გართულებებით, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამკურნალოდ გადაყვანილი 12 წლის ელენე ზაქაიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები "პრაიმ ტაიმს" უდასტურებენ.
თელავში მცხოვრები ელენე ზაქაიძე, კორონავირუსის შემდგომი გართულებით მინსკის კარდიოლოგიურ კლინიკაში, იანვრის ბოლოს, საზოგადოების მხარდაჭერით გადაიყვანეს.
ექიმების დასკვნით, გოგონას გულის გადანერგვის ოპერაცია სჭირდებოდა, თუმცა, მანამდე ვირუსით დაზიანებული ფილტვები და ღვიძლი ჰქონდა სამკურნალო.