საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევი გარდაიცვალა.
გენადი ბესტაევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რამდენიმე თვის წინ წითელმა ჯვარმა გამოიყვანა. ის უკვე მძიმედ იყო ავად და მას შემდეგ, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.