არ დავუშვებ, რომ ვირუსმა გაიმარჯვოს სიცოცხლეზე! - ეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის სიტყვებია, რომელიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის სადარაჯოზე დგას.
ლევან რატიანის უსაზღვრო ოპტიმიზმსა და შემართებას უამრავი ადამიანი დაუხსნია სიკვდილისგან, იმ მომენტშიც, როდესაც მდგომარეობა თითქმის უიმედოც კი იყო. გარდა სამედიცინო სფეროში ფასდაუდებელი ღვაწლისა, საზოგადოებამ ექიმი გარეგნობის გამოც გამოარჩია და მეტად შეიყვარა. სოციალურ ქსელში მის ლოყებს განიხილავენ და რამდენჯერმე ღონისძიებაც კი ჩაინიშნა სახელწოდებით: "გვაჩქმეტინოს ლევან რატიანმა ლოყებზე".
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ხშირად ამბობს, რომ ღმერთის დიდ მხარდაჭერას გრძნობს.
"როდესაც დგება პაციენტთან მომენტი, გული ჩერდება, მილოცია, რომ ღმერთო ოღონდ ამ წუთში გადამირჩინე… და ასეც მომხდარა, რადგან არის ძალა, რომელსაც ჰქვია ღმერთი, რომლის საშუალებითაც აკეთებ ამ ყველაფერს. რომ არა ეს ძალა, ვერ იქნება ვერანაირი მიღწეული შედეგი ვერც ექიმისთვის და პაციენტისთვის და ეს ხშირად მიგრძვნია, რომ ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი".
რატიანის პაციენტები არიან როგორც ცნობილი, ასევე საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები.
"როცა პაციენტების პოსტებს ვკითხულობ, ძალიან მიხარია. ბედნიერებაა, როცა შენი ხელით, გრძნობით და ტვინით ადამიანები კვლავ აგრძელებენ სიცოცხლეს. ამაზე უკეთესი საქმე არ არსებობს" – ამბობს ლევან რატიანი "პრაიმტაიმთან"… რას ყვებიან ლევან რატიანზე გადარჩენილი პაციენტები? - განაგრძეთ კითხვა.