ლუგანსკის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ CNN წერს.
"მოვუწოდებთ ლუგანსკის მოსახლეობას, სასწრაფოდ დატოვონ რეგიონი," - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ტრანსპორტის მფლობელებმა მდინარე დნეპრის მიმართულებით უნდა იმოძრაონ.
ვისაც რეგიონის დატოვება საკუთარი ძალებით არ შეუძლიათ, მათ ლუგანსკიდან მატარებლებით გაიყვანენ.