უკრაინის დედაქალაქ კიევში საგანგაშო სიგნალი შეწყდა. მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება. როგორც ოფიციალური პირები ადასტურებენ, კიევს მოსახლეობის დიდი ნაწილი ტოვებს.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე საათია უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. ნებისმიერ წუთს კიევზე თავდასხმას ელოდებიან. ამასთან, მიმდინარეობს მასშტაბური სახმელეთო შეტევა ხარკოვში. რუსეთის ავიაციამ და სარაკეტო ჯარებმა დაიწყეს დასავლეთ უკრაინის სტრატეგიული პუნქტების და აეროდრომების დაბომბვა. დაბომბილია ბორისპოლის, ოზერნის, კრამატორსკის, ივანო ფრანკოვსკის და კიდევ რამდენიმე აეროდრომი, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტები. როგორც ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულია ასეულობით უკრაინელი სამხედრო.