20 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისში დარჩენილი 100-ზე მეტი უკრაინელი ტურისტი დააბინავა

უკრაინის საჰაერო სივრცე ჩაკეტილია. თბილსიში დარჩენილ უკრაინელ ტურისტებს კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სასტუმროებში უსასყიდლოდ აბინავებს.

ამ დროისთვის ტურიზმის ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით 100-ზე მეტმა უკრაინელმა ტურისტმა მიმართა და ყველა მათგანის თხოვნა დაკმაყოფილებულია. ისინი ვიდრე უკრაინის საჰაერო სივრცე არ გაიხსნება სრულიად უსასყიდლოდ დარჩებიან საქართველოში სხვადასხვა სასტუმროში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მათთან არაერთი ზარი შევიდა კერძო სექტორიდანაც და ისინი მზდყოფნას აცხადებდნენ უკრაინელი ტურისტებისთვის დახმარება აღმოეჩინათ.

დღის ამბები