20 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიმართეს.

საკრებულოს წევრებმა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ დედაქალაქის საკრებულო სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სახელების უკვდავსაყოფად ქუჩების სახელდების მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ ეს ადამიანები არიან სიმბოლოები თუ, როგორ უნდა დაიცვა დამოუკიდებლობა სიცოცხლის ფასად. 

"დიდი პატივია, რომ ჩვენ გვხვდა წილად განვახორციელოთ სახელდება მაკარ ბურჭულაძის სახელის მინიჭება კოჯრის მიდამოებში. სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს განვახორციელეთ ეს გადაწყვეტილება. ეს ადამიანები არიან მაგალითი იმისა, თუ თავიანთი სიცოცხლის ფასად, როგორ უნდა მოიპოვო ქვეყნის დამოუკიდებლობა,"-აცხადებს გიორგი ტყემალაძე. 

დღის ამბები