20 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და რეგიონზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლო გავლენები განვიხილე - ოლივერ ვარჰეი

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელ twitter-ში წერს.

ევროკომისარი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და რეგიონზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლო გავლენები განიხილა. 

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად მზად არის და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმდა, რომ მუდმივ კავშირზე იქნებიან. 

"დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა იმის განსახილველად, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოსა და რეგიონზე უკრაინაში რუსეთის შეჭრამ. ევროკავშირი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად მზად არის. შევთანხმდით, რომ მუდმივ კავშირზე ვიქნებით. მხედველობაში მივიღე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნა ევროკავშირში უკრაინა-საქართველო-მოლდოვის პერსპექტივის შესახებ," - აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი. 

დღის ამბები