20 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
როგორ აისახება უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები საქართველოს ეკონომიკაზე და რა სტრატეგიები აქვს ეკონომიკის სამინისტროს

 როგორ აისახება უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები საქართველოს ეკონომიკაზე და რა სტრატეგიები აქვს ეკონომიკის სამინისტროს - ამის შესახებ "კურიერის" სპეციალურ ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა. 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოზე, მათ შორის სავალუტო კურსის ცვლილებაზე ორი მთავარი სავაჭრო პარტნიორის საომარი მოქმედებები გარკვეულ გავლენას ახდენს. 

მინისტრის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ უნდა გაატაროს ე.წ. მაკომპენსირებელი ღონისძიებები, რათა მოხდეს ამ პერიოდის მსუბუქად გადავლა. 

"ცალსახაა, როდესაც შენი ორი მთავარი სავაჭრო პარტნიორი დღეს არის საომარ მოქმედებაში, პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. გარდა ამისა, იქნება ირიბი ეკონომიკური ეფექტებიც.

დღეს ნაადრევია ამაზე საუბარი, გარკვეული უხერხულობები და შეფერხებები არის სავაჭრო ოპერაციებში, მაგრამ ეს არ არის პირდაპირი ასახვა. სავალუტო კურსის ცვლილება გამოწვეულია იმ მდგომარეობიდან, რომელიც საომარმა გარემომ შექმნა. ეს იყო პირველი დღეების ეფექტი და შემდგომში წონასწორობის ნიშნულზე ავიდა ლარი.

ამ ყველაფერს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მაკომპენსირელი ღონისძიებებით, რომელიც ექნება, როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, რათა ნაკლებად მძიმე იყოს და მსუბუქად გადავიაროთ მოსახლეობამ ეს პერიოდი,“- აცხადებს ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები