იცოდე, რომ კანონი გიცავს - შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მთავარი მიზანი პოლიციისადმი ნდობის გაზრდა და საზოგადოების ინფორმირებაა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან შეხვედრა და პოლიციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და ინფორმაციის გაცვლის გარდა საინფორმაციო ვიდეორგოლების სატელევიზიო სივრცეში განთავსებასაც გულისხმობს. ძალოვანი უწყების განმარტებით, მთავარი, რის შესახებაც მოქალაქეების ინფორმირება პოლიციას სურს, ეს ორგანიზებულ და ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა. პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ტრეფიკინგის შესახებაც.