12 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
სისხლიანი სათამაშო ცხენი კრამატორსკიდან გაეროს ოფისს გადაეცა  

8 აპრილს უკრაინის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა 59-მდეა გაზრდილი. მათ შორის 7 ბავშვია.

დაბომბვის შემდეგ ნაპოვნი სათამაშო ცხენის ფოტო მსოფლიო მედიაში გავრცელდა და უკრაინელი ბავშვების განადგურებული სიცოცხლის სიმბოლოდ იქცა.

პოლიციამ სათამაშო დაბომბვის ადგილიდან ამოიღო და კიევში გააგზავნა. ახლა კი ის გაეროს საერთაშორისო დამოუკიდებელ კომისიას გადაეცა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულები უნდა გამოიძიოს.

დღის ამბები