20 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში - დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები ქუთაისში კლინიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.

დავით სერგეენკო ოთხი დაშავებულის - ორი სამართალდამცველისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.

პოლიციელები ამ დრომდე რეანიმაციაში რჩებიან.  

"ქუთაისის საავადმყოფოში მყოფ პოლიციელებს სერიოზული და ინტენსიური მკურნალობის კურსი ესაჭიროებათ. დაზიანებების ხარისხი ამ შემთხვევაში დიდია. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ექთანს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ექიმი კი რომელიც ფოთის საავადმყოფოშია მოთავსებული მკურნალობის კურსს გადის და მდგომარეობა სტაბილურია. დღის განმავლობაში ის ბინაზე გაეწერება,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. 

 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები