17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
სატელეფონო ზარებით მოქალაქეებს კვლავ სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, საპატრიარქო არ გასცემს მსგავს ნებართვას - საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, განმარტების მიუხედავად,  საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების ფაქტები გრძელდება.

როგორც საპატრიარქოს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სატელეფონო ზარის მეშვეობით, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მოქალაქეებს კვლავ სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, ახლად დაბეჭდილ ბიბლიას ან ძვირადღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას.

"კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისათვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები