20 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ბოლო 1 კვირაში საქართველოში 3 მთამსვლელი ტურისტი დაიღუპა

ბელარუსი მთამსვლელი უშბის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე ე.წ. ვისლაევის მარშუტზე სავარაუდოდ ქვის მოწყვეტის შედეგად დღეს დილით დაიღუპა.

მასთან ერთად იმყოფებოდა მეორე მთამსვლელიც, რომელიც მეწყვილეს თოკის საშუალებით მიუახლოვდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მესტიაში უკვე ჩაფრინდა, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო იძულებული გახდა მაშველთა ჯგუფი ერთ–ერთ მონაკვეთზე ჩამოესვა. წინასწარი ინფორმაციით ბელარუსი მთამსვლელის ჩამოყვანას მაშველები მესტიაში ხვალამდე ვერ შეძლებენ.

ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთებში მთამსვლელების დაღუპვის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

31 ივლის მყინვარწვერზე ჩეხი მთამსვლელი გოგო ნაპრალში ცავარდა და მიღებული ტრამვების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა რაჭის მთებში მიაგნეს ებრაელი ტურისტის ცხედარსაც. სამივე შემთხვევაში უცხოელები მთებში გამყოლების გარეშე იყვნენ. მთამსვლელი შოთა კომახიძე ამბობს რომ ტურისტები ხშირ შემთხვევაში გიდებს ფინანსების გამო არ ქირაობენ. ქართველი მთამსვლელის თქმით პრობლემაა ოპერატიულად დახმარების გაწევაც.

ავტორი: დავით კაკულია 

 

 

 

 
დღის ამბები