ტერორისტული თავდასხმა ქართველ მძღოლებზე. ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც ქურთების ტერორისტული ორგანიზაციები მოქმედებს, ორი ქართული გადამზიდავი კომპანიის სამ სატვირთო ავტომობილზე თავდასხმა მოხდა.
შეიარაღებულმა პირებმა ავტომობილები დაწვეს, მძღოლები კი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ.
ამ დრომდე უცნობია როდის და როგორ მოხდება სამშობლოში საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება. "კურიერმა" ტერორისტების თავდასხმის კადრები მოიპოვა.
მომხდარიდან გამომდინარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაადგილებისგან.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი