15 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
"სამართლიანმა არჩევნებმა" ნეიტრალიტეტი დაკარგა, მან გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები 2020 წლის არჩევნებზე და შელახა ქვეყნის იმიჯი - გივი მიქანაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის განცხადებით, "სამართლიანი არჩევნები" არ არის დემოკრატიული ორგანიზაცია, ამიტომ არ არის წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში.

მიქანაძის თქმითვე, 2020 წლის არჩევნებზე "სამართლიანმა არჩევნებმა"  პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და ქვეყნის იმიჯი შელახა. 

"მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმას წინასწარ ჰქონდა ჩვენგან ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "სამართლიანი არჩევნების" ამ პროცესში ჩართულობა არის ჩვენთვის არგუმენტირებულად მიუღებელი, მათი მხრიდან ამ ორგანიზაციის წარმოდგენა მაინც მოხდა.

ის არასამთვრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, შეიძლება ჩაერთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. "სამართლიანმა არჩევნებმა" ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა. ჩვენ გვაქვს საუბარი ორგანიზაციაზე, რომელმაც გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები 2020 წლის არჩევნებზე, დამალა 7 კვირის განმავლობაში და ამით სახელმწიფოს და ქვეყნის იმიჯი შელახა," - აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები