30 დეკემბერი 2024,   21:12
ვრცლად
"შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენი 30 წლიანი უკანასკნელი ისტორიის მანძილზე გვაქვს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ისაუბრა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც ევროპულ სტანდარტებსა და დასავლურ ღირებულებებს შეესაბამება.

"პირველად, შეიძლება ითქვას თამამად, ჩვენი 30 წლიანი უკანასკნელი ისტორიის მანძილზე, გვაქვს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ. კონსტიტუციის სტაბილურობა არის სახელმწიფოებრივი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ჩვენი კონსტიტუციის არცერთი ძირითადი ნორმა არ შეცვლილა. ჩვენ ვუფრთხილდებით კონსტიტუციის ძირითად ტექსტს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შეიცვალა კონსტიტუციის გარდამავალი დებულებები, რისი საფუძველიც იყო პოლიტიკური შანტაჟი, საბოტაჟი და ა.შ. ასეთივე ცვლილების განხორციელება მოგვიწევს წელსაც, მაგალითად პროკურორის ნაწილში, თუმცა, ეს პრაქტიკაც უნდა დასრულდეს. ბუნებრივია, არავითარი შანტაჟის და საბოტაჟის ფონზე არცერთი კონსტიტუციური ნორმა არ უნდა შეიცვალოს, შესაბამისად, ასეთი იქნება ჩვენი პრაქტიკა სამომავლოდ. ჩვენ გავუფრთხილდებით საქართველოს კონსტიტუციის სტაბილურობას," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები