30 დეკემბერი 2024,   21:19
ვრცლად
თუკი უცხოელი ექსპერტები შესაბამის დასკვნას დადებენ, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა გახდება საჭირო - შოთა თუთბერიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ თუკი უცხოელი ექსპერტები შესაბამის დასკვნას დადებენ, ექს-პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა გახდება საჭირო, ამისთვის კი სასამართლომ ნებართვა უნდა გასცეს.

თუკი მოვლენები ასე განვითარდება, 5 საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ ერთობლივად თანხმობა ხუთმა მოსამართლემ უნდა გასცეს.

ექსპრეზიდენტის სასჯელის შესაძლო გადავადებაზე კომენტარები თბილისის საქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, სხდომის კიდევ ერთხელ გადადების შემდეგ გაკეთდა. 

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მოითხოვს აუცილებლად შესაბამის სამედიცინო ჩარევას და ფაქტია, რომ სააკაშვილის მიმართ მკურნალობას ამ დრომდე არ აქვს რაიმე ხელშესახები შედეგი, რაც არის ჩემთვის იმის ნათელი მაჩვენებელი, რომ აუცილებელია მისთვის გამოიძებნოს კლინიკა, თუნდაც საზღვარგარეთ," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე. 

დღის ამბები