30 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
სააკაშვილი ცდილობს რაიმე გზით დააღწიოს თავი მართლმსაჯულებას - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი ცდილობს რაიმე ფორმით თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას. 

"მიხეილ სააკაშვილი ცდილობს რაიმე გზით დააღწიოს თავი მართლმსაჯულებას. თუ მართლა რაიმე პრობლემები ექნება მას სერიოზული თუ ნაკლებად სერიოზული ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ ძალიან კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან და მის დროს ციხეში რასაც უკეთებდნენ ადამიანებს, არ გააკეთებენ კი არა, არ მოაფიქრდება არავის. ყველა უფლება იქნება დაცული რათა, კონტრასტი იყოს აშკარა - დღეს ადამიანის უფლებები ყველაზე საშინელი სისტემის შემქმნელის უფლებაც კი ბოლომდე ზედმიწევნით იყოს დაცული," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები