გავრცელებული ინფორმაციით შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დავით ცინარიძე და მისი მოადგილე გოგა ჭანტურია. მიუხედავად ამისა ცინარიძის მოადგილე კურიერთან საუბრისას ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"ჯერ არ არის ეგ სიმართლე და მერე ვნახოთ რა იქნება, ჯერ არა, ვმუშაობთ"-აცხადებს კურიერთან საუბრისას გოგა ჭანტურია.
კურიერის სატელეფონო ზარებს თავად დავით ცინარიძე არ პასუხობს.
გათავისუფლების ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ ორივე მაღალჩინოსანი რამდენიმე თვის წინ ეკა ყუშიტაშვილთან დაკავშირებულ სკანდალში ფიგურირებდნენ.