17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
2022 წელი ფოტოობიექტივში - "როიტერსმა" წლის მნიშვნელოვანი მოვლენები ასობით ფოტოში აღმბეჭდა 

სააგენტო "როიტერსი" 2022 წელს, ფოტოებით აჯამებს. ასობით სურათში აღბეჭდილია ყველაფერი, რაც ამ წელს ამ სამყაროში თუ კოსმოსში მოხდა. ფოტოები წელიწადის დროების და თემატიკის მიხევით არის დაყოფილი. აკინძულ ისტორიებს შორის, ერთ-ერთია ქართველი ფოტორეპორტიორის ირაკლი გედენიძის ნამუშევარიც.

ტელესკოპით გადაღებულ კადრში მზის ნაწილობრივი დაბნელება და თვითმფრინავის სილუეტი ჩანს. ფოტო, კოჯორში 25 ოქტომბერს არის გადაღებული. 

წლის შემაჯამებელ კოლაჟში ყველაზე დიდი ადგილი რუსეთ-უკრაინის ომს დაეთმო, ფოტო არქივში კონფლიქტის 311 დღეა აღბეჭდილი. სურათებს შორის მოხვდა მიგრანტების კოლონა, დაზარალებული ბავშვები, ქალები, ირპენის ცნობილი აფეთქებული ხიდი. არქივში ადგილი უკავია სხვა მოვლენებსაც. ფოტოობიექტივში მოხვდა დედოფალ ელისაბედის გასვენება და ცერემონია, რომელიც უინძორის ციხესიმაგრეში გაიმართა. ასევე, ირანში მიმდინარე მოვლენები, ქალები, რომლებმაც ჰიჯაბი მოიხსნეს. რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემია და დემონსტრაციები სხვადასხვა ქვეყანაში. მეტეოროლოგიური, სპორტული და კულტურული მოვლენები მსოფლიოში. 

დღის ამბები