17 მაისი 2024,   19:10
ვრცლად
გულსართიანი - ახალი ქართული სწრაფი კვება Native Racha-სგან

Native Racha-ს საზოგადოებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს. პოპულარულ ქართულ კომპანიას სწრაფი კვების მიმართულება დაემატა. პროდუქტს, რომელიც ახალი მიმართულების ფარგლებში შეიქმნა, გულსართიანი ჰქვია.

აღსანიშნავია, რომ გულსართიანი თავიდან ბოლომდე ქართული პროდუქტია, რომლის დასამზადებლადაც მთლიანად Native Racha-ს მიერ წარმოებული პროდუქცია გამოიყენება. ამიერიდან მომხმარებელს შეეძლება, ორბელიანის ბაზარში, Native Racha-ს ბრენდულ სივრცეში შეიძინოს მისთვის საყვარელი ქართული კომპანიის ახალი პროდუქტი, რომელიც სწრაფი კვების კულტურასა და ჯანსაღ, ნატურალურ საკვებს ერთ პროდუქტში აერთიანებს.

"დღეიდან ჩვენს მომხმარებელს საშუალება ექნება, ჩვენს ბრენდულ სივრცეში დააგემოვნოს ჩვენივე წარმოებული პროდუქტისგან დამზადებული გულსართიანები. გულსართიანის შიგთავსი, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, განსხვავებული და მრავალფეროვანია: კუპატი, სტეიკი, ხამონი, ლორი და ძეხვეული," - აცხადებს Native Racha-ს გენერალური მენეჯერი პაატა ბაბლუანი.

როგორც კომპანიის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ნათია გოგობერიშვილი აღნიშნავს, ქართული სწრაფი კვების ობიექტის გახსნის სურვილი თავად მომხმარებლებისგან წამოვიდა. 

"საბედნიეროდ, მომხმარებლების ინტერესი Native Racha-ს პროდუქტებისადმი ყოველდღიურად იზრდება. მათი ინიციატივით წამოვიდა იდეა, გაგვეკეთებინა ქართული სწრაფი კვების ობიექტი. პროდუქტს გულსართიანი დავარქვით, რადგან მთელი გულით და სულით ვამზადებთ. ამასთანავე, პროდუქტის გულსართი  ჩვენი წარმოების დავარგებული თუ დაუვარგებელი ხორცპროდუქტებია," - განმარტავს ნათია გოგობერიშვილი.

შეგახსენებთ, რომ Native Racha ქართულ ბაზარზე 2 წელზე მეტია პოზოციონირებს და უკვე 25 მეტ პრემიუმ ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.

https://www.facebook.com/Nativerachaltd

Open photo

დღის ამბები