17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისსა და კახეთში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისსა და კახეთში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა.

უწყების ინფორმაციით დანაშაულში მხილებულია იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი, რომელმაც 26 დეკემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლესა და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.დანაშაული ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კახეთში კი დააკავეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი, რომელსაც ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ყოფნისას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა - მან დაზარალებულს მუცლის არეში დანის დარტყმით მძიმე დაზიანება მიაყენა.

ორივე ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები