17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
"მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო"-ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას სოციალური ქსელში ეხმიანება. 

ირაკლი ღარიბაშვილის მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ბუბა კიკაბიძის ოჯახს. 

"მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს.

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს,"-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები