17 მაისი 2024,   19:10
ვრცლად
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც უწყების მიერ ჯარისთვის საკვები პროდუქტების ძვირად შესყიდვის შესახებ არის საუბარი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც უწყების მიერ ჯარისთვის საკვები პროდუქტების ძვირად შესყიდვის შესახებ არის საუბარი - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავცრელებს.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიას მოქალაქეები შეცდომაში განზრახ შეყავს და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარების მოთხოვნით ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ალექსეი რეზნიკოვმა პირადად მიმართა უმაღლეს რადას, რათა გაიმართოს ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის სხდომა, სადაც თავდაცვის სამინისტრო 2023 წელს საკვები პროდუქტების შესყიდვის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.

დღის ამბები