20 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკების დემონტაჟი დაიწყო

ბათუმში ალი და ნინოს ძეგლის დემონტაჟი დაიწყო. 

როგორც სოციალური ქსელებით ცნობილი ხდება ძეგლის დემონტაჟის დროს მისი ერთი ნაწილი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. 

დაზიანებულია ნინოს ძეგლი. თვითმხილველთა ნაწილი ამბობს, რომ შემთხვევა ტროსის გაწყვეტამ გამოიწვია ნაწილი კი აცხადებს, რომ ძეგლი კედელს წამოედო და დავარდა. 

"მავნებლები! ახლა შევესწარი როგორ ასწიეს ერთი თოკით და დაამსხვრიეს ეს სილამაზე!"-წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს თავად მონუმენტის ავტორს თამარ კვესიტაძეს, რომელმაც ამბავი რუსთავი 2-სგან შეიტყო. 

მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს ბულვარის ადმინისტრაცია, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ ფაქტზე. 

 

 
დღის ამბები