20 ნოემბერი 2024,   18:16
ვრცლად
ვარძიაში კლდის ჩამოშლის საფრთხის გამო გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო

ვარძიაში კლდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაციამ კომპლექსის ყველაზე კრიტიკული ადგილები ჩამოშლას უნდა გადაარჩინოს.

გამაგრების სამუშოების პარალელურად ვარძიაში კედლის მხატვრობის გადარჩენის პროგრამაც ხორციელდება.

უძველესი მხატვრობის შენარჩუნების პროექტს ბრიტანული დონორი ორგანიზაცია ჯექსონის ფონდი აფინანსებს.

მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტუქტურის კეთილმოწყობაც. პროექტი ხუთწლიანია და 2018 წელს დასრულდება.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად კი ივლისში ვარძიაში კიდევ ერთი უბანი გამოჩნდა. პირველ ეტაპზე ორი ახალი იარუსი და მასში არსებული 10 ქვაბული გამოვლინდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები