ტელეკომპანია იმედთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ახალ სეზონს იმედი ორი პოლიტიკური თოქშოუს გარეშე შეხვდება.
რეაქცია და იმედის კვირა ტელეკომპანიამ დახურა და განმარტებისთვის წერილი გაავრცელა. თუმცა, ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია და სამსახურის გარეშე დარჩენილი ამ გადაცემის თანამშრომლები თვლიან, რომ გადაცემების დახურვა პოლიტიკური ნაბიჯი იყო.
დღეს რეაქციისა და იმედის კვირის შემოქმედებითმა ჯგუფმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
ტელეწამყავანი, ინგა გრიგოლია, ფიქრობს, რომ მისი გადაცემების დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მიმდინარე პროცესებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.