თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, მედიაზე ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის კონტროლს გამორიცხავს. ეჭვებს, რომ ბოლო პერიოდში მედიაში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ხელი ურევია, ირაკლი სესიაშვილი არ ეთანხმება და დარწმუნებულია, რომ ეს ეჭვები მალე „გაქარწყლდება“.
„რაც ჩვენ ვისწავლეთ წინა ხელისუფლებისგან, არის ის, თუ როგორ არ უნდა ვმართოთ და ჩვენ მათ შეცდომებს არ გავიმეორებთ,“ - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ იმედის გადაწყვეტილება ინგა გრიგოლიას ეთერიდან მოხსნასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის საზიანოა და მასში ხელისუფლების ინტერსები არ არის.
ირაკლი სესიაშვილმა რუსთავი2-ის საქმეზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის კერძო დავა და მასთან ხელისუფლებას კავშირი არა აქვს.
ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით მას პირადად აქვს პრეტენზიები. ის განმარტავს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ წარმოებულ დასკვნებიდან აქვს ინფორმაცია ტელეკომპანიის წილების შესახებ და აცხადებს, რომ ამ კუთხით მას კითხვები აქვს.