20 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
მოსამართლემ რუსთავი 2-ის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოში განხილვები დაიწყო. მოსამართლე ურთმელიძემ ტელეკომპანიის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

კერძოდ მოსამართლემ  არ დააკმაყოფილა საქმეზე ზეპირი მოსმენის, კოლეგიუალური ანუ სამი მოსამართლის მიერ საქმის განხილვა და ასევე მოსამართლის აცილების შუამდგომლობები. 

თუმცა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა სხდომაზე ხელმეორედ დააყენა მოსამართლე ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა. ნიკა გვარამიას განცხადებით მოსამართლე საქმესთან მიმართებაში არაობიქტური იქნება.

ამასთან დღევანდელ სხდომაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა გაზარდეს მოთხოვნები. კერძოდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ისგან ქიბარ ხალვაში დამატებით 19 მილიონამდე ლარს ითხოვს, ასევე ხალვაშსს პრეტენზიები აქვს გადაცემა ფოტ ბოიარდის, ჯეოსტარისა და გმირის ქართულ ვერსიებზე რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში გადიოდა. 

დღის ამბები