20 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
უგულავა ფიქრობს, რომ "რუსთავი 2-ის" ჩასახშობად ივანიშვილს პოლიტიკური რესურსი არ ეყოფა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს და ხელისუფლებას წინა მმართველების გამოცდილებას უზიარებს. უგულავას აზრით, დღეს ივანიშვილი რუსთავი 2-ის ჩახშობას ცდილობს, თუმცა ამის განსახორციელებლად მას პოლიტიკური რესურსი არ ეყოფა.

„ყველაფერს შეეცდება ივანიშვილი, რომ ეს ტელევიზია ჩაახშოს, თუმცა ეს არ არის ყოფილი პრეზიდენტის დაჭერის მცდელობა, თითქოს და იმის იქით ზღვარი აღარ არსებობს, წითელი ხაზებია, ეს არის ადამიანს წაართვა ყველაზე საყვარელი სათამაშო, ადამიანი ყელს გამოგღადრავს და თავის სათამაშოს დაიბრუნებს. ეს უნდა გააცნობიეროს ყველა პოლიტიკოსმა. წინა ხელისუფლებების გამოცდილება გაითვალისწინოს, თუ ჩვენი არა, შევარდნაძის მმართველობის მაინც, ვფიქრობ რომ ამის იქით წასვლას ვერ გაბედავს, რადგან მას პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს, არც პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს,“  - აცხადებს გიგი უგულავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები