თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს პირდაპირ ეთერში მოსამართლის მიმართ გაჟღერებულ მუქარისა და ზეწოლის შემცველ განცხადებებს. სასამართლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განცხადებებს მიიჩნევს პირდაპირ ზეწოლად მოსამართლეზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლის მცდელობად. ამის შესახებ განცხადება სასამართლომ 1 ოქტომბერს გაავრცელა.
ამ განცხადებით სასამართლო ნიკა გვარამიას გამოემხაურა, რომელმაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის შესახებ გააკეთა განცხადებები. მან აღნიშნა, რომ მოსამართლე ურთმელიძის ფეხქვეშ მიწა დაიწვება.
„სასამართლო პროცესები ღიაა და საჯარო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ თვალყური ადევნონ სასამართლო სხდომების მიმდინარეობას. სასამართლოში საქმისწარმოება შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით ხორციელდება“, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.