სარეკრიაციო, დასასვენებელი პარკი თუ ბიზნეს-ქალაქი-როგორი იქნება ვერეს ხეობა თბილისის მერიას გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ხეობის განაშენიანების პროექტზე განმარტებების გაკეთება დღეს მერიაში არ ისურვეს.
ვერეს ხეობის შესახებ განცხადება საკრებულოში გაკეთდა, საიდანაც გაირკვა, რომ მერიის არქიტექტურის სამსახური, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ხეობის განაშენიანების პროექტზე მუშაობს. კომისიის დასკვნის შემდეგ ცნობილი გახდება, როგორი იქნება სტიქია გამოვლილი ვერეს ხეობა.
სანამ თბილისის მერია ვერეს ხეობაზე განაშენიანების გეგმას წარადგენს, მანამდე თბილისელებმა საკუთარი პოზიცია NDI-ს გამოკითხვაში გამოხატა. მოსახლეობის 57 % ყველანაირი მშენებლობის აკრძალვასა და სარეკრიაციო პარკის გაშენებას ითხოვს. გამოკითხულთა 72% კი იქ საცხოვრებელი ან საქმიანი კომპლექსის მშენებლობას ეწინააღმდეგება.
თბილისელების მოთხოვნის მიუხედავად ექსპერტები ეჭვობენ, რომ მერია მოსახლეობის მოსაზრებას არ გაითვალისწინებს. სპეციალისტებმა კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ხეობაში ბიზნეს ქალაქის ე.წ. ქართული მანჰეტენის მოწყობის ინიციატივას. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ვერეს ხეობის მომავალს ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გადაწყვეტს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.