ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები პრეტენზიების შესახებ კურიერში გასულ სიუჟეტს განათლების მინისტრი ეხმაურება.
თამარ სანიკიძე ამბობს, რომ შემთხვევა 2 წლის წინ მოხდა და მისთვის გაუგებარია რამდენიმე მედიასაშუალებამ 2 წლის წინანდელი ამბავი გუშინ რატომ გააშუქეს.
განათლების მინისტრი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ ფაქტის მოკვლევა დაიწყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა მოკვლევა უცნობია.
"თუ გაინტერესებთ, დავინტერესდები ამ საკითხით მოვიკითხავ დეტალურად ინფორმაციას და მოგაწვდით," - განაცხადა თამარ სანიკიძემ.