20 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
რუსთავი 2-ი ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებს

რუსთავი 2 ბავშვთა საკითხების გაშუქებისას მეტ პასუხისმგებლობა იღებს, მემორანდუმი რომელსაც ხელი არხის გენერალურმა დირექტორმა მოაწერა ბავშვთა საკითხების პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვით გაშუქებას გულისხმობს.

დოკუმენტის მიხედვით ხელმომწერი მაუწყებელი ვალდებულია გააფართოვოს დაინტერესებულ პირთა წრე თვითრეგულირების კომისიებში საჩივრებისთვის.

"ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით მკაცრები ვართ. გვქონდა გადაცდმომები მაგრამ გვაქვს შიდა ეთიკის განმხილველი ორგანო რომ ასეთ გადაცდომაზე რეაგირება მოახდინოს. გადაცდმოების გარეშე მუშაობა ძნელია მაგრამ მთავარია რეაგირება იყოს და გამოსწორდეს. დროული ინიციატივაა და დიდი სიამოვნებით ვაწერთ ხელს,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ

მემორანდუმის ინიციატორი გაეროს ბავშვთა ფონდი და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა. რუსთავი 2-ის მსგავსად დოკუმენტს ხელი სხვა მაუწყებლების ხელმძღვანელებმაც მოაწერეს.

დღის ამბები