30 დეკემბერი 2024,   21:10
ვრცლად
უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები გრძელდება - დმიტრო კულებას მისი პირველი მოადგილე, ანდრეი სიბიგა შეცვლის

დმიტრო კულებას მისი პირველი მოადგილე, ანდრეი სიბიგა შეცვლის - ამის შესახებ ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა. სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დაინიშნა.

მანამდე, თანამდებობა ერთმანეთის მიყოლებით დატოვა სამმა მინისტრმა - იუსტიციის, სტრატეგიული მრეწველობისა და გარემოს დაცვის უწყების ხელმძღვანელებმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკლედ ისაუბრა მინისტრთა კაბინეტში მიმდინარე ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება და ეს განსაკუთრებულად საჭიროა დიპლომატიის მიმართულებით.

"მე ძალიან მადლობელი ვარ მინისტრებისა და მთელი სამთავრობო გუნდის, რომლებიც მუშაობდნენ უკრაინისთვის. ჩვენ დღეს ახალი ენერგია გვჭირდება და ეს ნაბიჯები დაკავშირებულია მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებასთან სხვადასხვა მიმართულებით. გამონაკლისი არ არის საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატია. მე არ შემიძლია პროგნოზირება, რას გააკეთებს მომავალში თითოეული მინისტრი. პასუხები იქნება, როცა მათ ახალ პოზიციებს შესთავაზებენ. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები