30 დეკემბერი 2024,   21:10
ვრცლად
ის ფაშისტური კამპანია, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში ვრცელდება, კლავს, პირდაპირი მნიშვნელობით - არჩილ გორდულაძე

"ის ფაშისტური კამპანია, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში ვრცელდება, კლავს, პირდაპირი მნიშვნელობით", - ასე შეაფასა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ პარტიის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი.

"კოლექტიური "ნაცმოძრაობა", გამომდინარე იქიდან, რომ აღარ აქვს ბერკეტები და შესაძლებლობა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით - იარაღის თუ სხვა საშუალების გამოყენებით დახოცოს ადამიანები ქუჩაში, ახლა გადასულია კიდევ უფრო ამორალურ ქმედებებზე - სიტყვით ისე ძალადობენ ადამიანებზე, რომ ტრაგიკული შედეგი მივიღეთ. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახს. ცალსახაა, რომ ის ფაშისტური კამპანია, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში ვრცელდება, კლავს, პირდაპირი მნიშვნელობით", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები