20 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
მედია დღეს თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან - მმართველი გუნდი

მედია დღეს თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან - ასეთია მმართველი გუნდის მოსაზრება. რუსთავი 2-თან მიმართებით უმრავლესობა კვლავ ორ სუბიექტს შორის კერძო დავაზე საუბროს, იმავდროულად აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მაუწყებლობას საფრთხე არ უნდა შეექმნას.

ქართული ოცნების წევრის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, რუსთავი 2-ის მაუწყებლობას საფრთხე არ უნდა შეექმნას.

„დავანებოთ ამ სასამართლოს და მოსამართლეს თავი, ყველამ ვაცადოთ, რომ გამოიტანოს სწორი გადაწყვეტილება, თორემ აშკარად ჩანს, რომ სამართლებრივ დავაში წაგების შიშით პოლიტიკური შოუები იდგმება რუსთავი 2-ის ირგვლივ. რუსთავი 2-ის მაუწყებლობა არ უნდა შეწყდეს. მის მაუწყებლობას არავითარი საფრთხე არ უნდა შეექმნას და ქონება ვის უნდა გადაუნაწილდეს, ეს ბიზნეს დავის საქმეა,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას თქმით კი, მედია დღეს ისეა თავისუფალი, როგორც არასდროს და ხელისუფლების მხრიდან არავითარ ზეწოლას ადგილი არ აქვს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები