20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე - პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს

მას შემდეგ რაც რუსთავი 2-ის იურისტებმა მოსამართლე ურთმელიძის აცილების შესახებ შუამდგომლობა სხდომაზე დააყენეს სასამართლო განხილვები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატები მოსამართლის აცილების შუამდგომლობას არ ეთანხმებიან.

"მე არ ვიცავ და კიდევ ერთხე ვამბობ თამაზ ურთმელიძეს. მე არ მაინტერესებ მანტიაში ვინ იჯდება აქ. თქვენი მიზანია სამართალწარმოება აიცილოთ. ეს დაიწყო ნიკა გვარამიამ. მისი პირველი საეთერო განცხადება და გააკეთა მწვავე განცხადებები
მოსამართლის წინააღმდეგ. პირველ სხდომაზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიზანმიმართულად ვავრცელებთ ამ განცხადებებსო რომ სასამართლო არ იყოს მიკერძოებული.
თქვენი დეკლარირებული უნდობლობა ეჭვს უნდა ექვემდებარებოდეს. თქვენივე მოსაზრებების გარდა ვერაფერი წარმოადგინეთ. რა გარანტიაა, რომ სხვა მოსამართლეზეც ასე არ გექნებათ. შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება
ან ჩვენ ან თქვენ არ მოგვეწონოს არავის აუკრძალავს გადაწყვეტილების გასაჩივრება. ჩვენ არავისთვის არ შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება. ეს თავის დროზე ქიბარ ხალვაშმა დაამტკიცა თავის დროზე და კიდევ დაამტკიცებს.
ნიკა გვარამია რასაც აკეთებს ამას იურისტი არ უნდა აკეთებდეს, ის კარგი იურისტია და მან იცის, რომ ეს არ გააკეთოს,"- აღნიშნა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. 

მოსამართლე ამ საკითხზე განჩინებას 10 წუთიანი შესვენების შემდეგ გამოაცხადებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები