20 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
საია ნიკა გვარამიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების დროულ გამოძიებას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შესაბამის უწყებებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს. ანა ნაცვლიშვილი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამ საკითხის საპარლამენტო ფორმატში განხილვას ითხოვს.

„არაერთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობას მიადგა ძალიან დიდი ჩრდილი, ამიტომ ველოდები უსწრაფეს გამოძიებას იმ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა ნიკა გვარამიამ.

სამწუხაროდ არ მაქვს იმედი, რომ პროკურატურა, რომელიც ძალიან ბევრ სხვა საქმეშია არაეფექტური ან ძალიან მიკერძოებული ობიექტურად გამოიძიებს ამ შემთხვევას, ამიტომ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ფორმატში უნდა მოხდეს ამ საკითხის დაყენება, არა მხოლოდ ნიკა გვარამიას მიერ დაყენებულ საკითხზე, არამედ შესაგხსენებთ, რომ ნიკა გვარამიამაც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა.

ეს უკვე არის იმის საფუძველი, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და ზოგადად პარლამენტმა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტორლით უნდა იყოს დაკავებული და არა მის მიერ გადადგმული ნაბიჯების საზოგადოებისთვის განმარტებით, რეალურად განახორციელოს კონტროლი და დაინტერესდეს  სად არის სიმართლე,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები