"ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი ოლქის შედეგები ბათილად ცნო.
მისი შეფასებით, მოსამართლე საქმისადმი საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულების გამო ვალდებული იყო აეცილებინა აღნიშნული საქმე. მისი თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო არაა მტკიცებულების საფუძველზე, არამედ პირადი აღქმებით.
"როცა [მოსამართლის] ოჯახის წევრი და თავად ისიც არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქტივისტი ოპოზიციის სასარგებლოდ, მოსამართლის შინაგანი რწმენის საფუძველზე, ის ვალდებული იყო ეს საქმე აეცილებინა, რადგან იქნებოდა სუბიექტური. რადგან ეს არ გააკეთა, უარესი ის გააკეთა, რომ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მოიპოვა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად უდევს არა მტკიცებულებები, არამედ მისი პირადი აღქმები," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.