18 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის გაგზავნილ წერილზე: მათი სურვილების ახდენის ერთადერთი შანსი არის ის, რომ წინასაახალწლოდ გაუგზავნონ ეს წერილი თოვლის ბაბუას

"სამწუხაროდ არ გვიკვირს ამ ხალხის მხრიდან ქვეყნის გაშავების მცდელობები. ეს იქნება ბრიუსელში, ვაშინგტონში, თუ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

"მტრობს ეს ხალხი ქვეყანას და სამწუხაროდ ამას არც მალავს, რაც შეიძლება ითქვას ამ წერილთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ მათი სურვილების, რომ იქნებ როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ, ახდენის ერთადერთი შანსი არის ის, რომ წინასაახალწლოდ გაუგზავნონ ეს წერილი თოვლის ბაბუას, რომ რაღაც საჩუქრები მაინც მიიღონ. რადგან რა თქმა უნდა ვერ მიიღებენ იმას, რასაც ჰქვია ამ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი გაუგზავნეს.

საბჭოს დღეისთვის დაგეგმილი სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წევრებს მიმართავენ - არჩევნებს თაღლითურს უწოდებენ, აცხადებენ, რომ, მისი აღიარებით, საქართველო ავტოკრატიული ქვეყანა გახდება, მოუწოდებენ ევროკავშირს, გამოგზავნოს სპეციალური მისია, რომელიც გამოიძიებს არჩევნებს, ასევე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და დააფიქსიროს პოზიცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.

მოწოდებებს შორისაა, ევროკავშირმა შეაჩეროს საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები.

დღის ამბები