რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება შეხვედრების მთავარი თემა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის თბილისში ვიზიტის დროს.
მან მონაწილე მხარეებთან გასაუბრებამდე ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა. თუმცა, განაცხადა, რომ მოვლენებს ალიანსი თვალს ადევნებს.
"რა თქმა უნდა, ვიცი რაც რუსთავი 2-ის ირგვლივ ხდება. ჩვენ ამ ყველაფერს თვალ-ყურს ვადევნებთ და ნატოს ოფისი რეგულარულად გვაწვდის ინფორმაციას ამის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ეს იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი. თუმცა, სანამ კომენტარს გავაკეთებ, მინდა მოვისმინო სხვა მონაწილეების აზრიც. ხვალ, მოგვიანებით ალბათ უფრო მეტის თქმა შემეძლება," - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ჯეიმს აპატურაი საქართველოში ნატოს კვიერულის ფარგლებში გვიან ღამით ჩამოვიდა.